სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

27 სექტემბერი 2019, 09:37 1867 ნახვა

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები, აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

 

ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში