2019 წელს, საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

27 სექტემბერი 2019, 12:29 7875 ნახვა

საქართველოში მიმდინარე წლის 6 თვეში 22 945 ადამიანი დაიბადა, 24 563 კი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი 7 580 ახალშობილი  თბილისში დაიბადა. დედაქალაქი პირველ ადგილზეა გარდაცვლილთა რაოდენობითაც 6,463 ადამიანი. 

მას მოსდევს იმერეთი. იმერეთის რეგიონში 6 თვეში 2 859 ადამიანი დაიბადა, თუმცა დაახლოებით ერთი ამდენით მეტი 4,382 გარდაიცვალა.  რაც შეეხება აჭარას, აქ 181 დღეში დაიბადა 2 687, გარდაიცვალა - 1 751 ადამიანი.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 2 რეგიონში ფიქსირდება - აჭარასა და თბილისში.   

მიმდინარე წლის 6 თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებს აჭარბებს გურიაში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანათეში, სამეგრელო- ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლშიც.

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 24 312 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში