ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს

27 სექტემბერი 2019, 10:36 1213 ნახვა

26 წლის წინ განვითარებული მოვლენების დროს ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.  

ჟიული შარტავას მონუმენტი  ყვავილებით დღეს  შეამკეს და  დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს ბათუმში.  გმირთა ხეივანში აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სტუდენტები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები შეიკრიბნენ.  მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს იმედი რომ აფხაზეთში დაბრუნდებიან. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში