აფხაზეთის ომში დაღუპულებს ქობულეთში პატივი მიაგეს

27 სექტემბერი 2019, 14:15 2727 ნახვა

ქობულეთის  ერთ-ერთ  განახლებულ სკვერში "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკლოდ დაკარგულთა" ახალი მემორიალი დაიდგა.

დღეს აღნიშნული მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ის გმირები გაიხსენეს, რომლებიც აფხაზეთის ომში დაიღუპნენ. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა აჭარიდან აფხაზეთის ომში უცნობია. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სიმბოლურად სწორედ ამ დღეს ქობულეთის მერმა და საკრებულოს წევრებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და ქართველი ჯარისკაცები წუთიერი დუმილით გაიხსენეს.

დღესვე ფიჭვნარში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, თეიმურაზ ჯორბენაძის  საფლავთანაც შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ დაღუპულის ხსოვნას.

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში