სარფში განახლებული გამშვები პუნქტი გაიხსნა

27 სექტემბერი 2019, 15:14 2534 ნახვა

საქართველო - თურქეთის საზღვარზე მგზავრთა  გადასასვლელი  განახლებული დერეფანი გაიხსნა.

ახალ გამშვებ პუნქტზე მოეწყო ესკალატორები. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, რეაბილიტაციის შედეგად  საზღვარზე გამარტივდება მგზავრთა გამტარიანობა. 

რეაბილიტირებულ გამშვებ პუნქტზე ქართულმა მხარემ საქართველოს და ევროკავშირის დროშა გადმოფინა.

გახნის ცერემონიალს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გონჯა ილმაზ ბათური  და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში