ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე წყალი 8 საათით გაითიშება 

27 სექტემბერი 2019, 16:55 2164 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩაზე დღეს, 27 სექტემბერს, 00:00 საათზე წყალი გაითიშება. წყალმომარაგება კი ხვალ, 28 სექტემბერს 08:00 საათზე აღდგება. 

მიზეზი ხელვაჩაურის წყალმომარაგების ქსელის, ქალაქის გამანაწილებელ ქსელზე დაერთებითი სამუშაოებია.

წყალმომარაგება შეუწყდებათ: ხახულის ქუჩის; ფრიდონ ხალვაშის ქუჩის; მესხეთის ქუჩის; ხახულის შესახვევის; ევდემოზ დიასამიძის ქუჩის; აეროპორტის გზატკეცილის; ხასან ჰელიმიშის ქუჩისა და ანგისის პირველ შესახვევში მცხოვრებ აბონენტებს. 

„ბათუმის წყალი“ ინფორმაციით, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში