ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალწლიანი ევკალიპტის ხე მოჭრეს

28 სექტემბერი 2019, 13:37 4362 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან, ევკალიპტის ხე მოჭრეს. ინფორმაცია მოქალაქეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდეს და ფოტომასალაც გამოუგზავნეს. ფოტოზე, ჩანს, რომ მრავალწლოვანი ხე გადაჭრილია. გუშინ კი სოცილაურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ხის მოჭრას აპირებდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, "ბათუმის გამწვანების" სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში უთხრეს, რომ ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ ხე არ იჭრებოდა, არამედ იბელებოდა. მათივე თქმით, ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იდგა და კანონმდებლობით პროცესში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტროტუარის ჩათვლით ეს მიწა კომპანია "გალფს" ეკუთვნის და შესაბამისად, ხეც ამ კომპანიამ მოჭრა. 

კანონმდებლობით ხის მოჭრისა და ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაცია მერიაში უნდა შევიდეს, თუმცა გუშინ  ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მსგავსი შეტყობინება არ შესულა.

საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, თუ რატომ მოიჭრა ხე  ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც ისედაც მწვანე ნარგავების სიმცირეა.

აჭარის მაუწყებელი ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად  კომპანია "გალფის" ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხზე დღეს  უქმეების გამო კომენტარს ვერ გააკეთებდნენ და ორშაბათს დაკავშირება შემოგვთავაზეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში