​ ​სატვირთო გემზე აფეთქების შედეგად 10 მეზღვაური დაშავდა

28 სექტემბერი 2019, 16:31 6237 ნახვა

სამხრეთ კორეაში, სატვირთო გემზე აფეთქების შედეგად 10 მეზღვაური დაშავდა. ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ეკიპაჟის წევრებს შორის ერთი რუსეთის, ხოლო ერთი ფილიპინების მოქალაქეა.

გემზე აფეთქება გამთენიისას მოხდა. ცეცხლი 25 ათას ტონიან ტანკერს გაუჩნდა. ინცინდენტის დროს ბორტზე 25 პირი იმყოფებოდა. 

სასაზღვრო პოლიციის  ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი ახლოს მცურავ გემზეც გავრცელდა, რომელზეც 21 მეზღვაური იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში