მეწყრის გამო მარადიდში ერთმა ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა

29 სექტემბერი 2019, 15:25 1240 ნახვა

ორ დღიანი წვიმის შედეგად სოფელ მარადიდში მუთიძეების  საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასის ჩამოშლის გამო ოჯახს ღამის გათევა ახლობლებთან მოუწია. ჩვენი ინფორმაციით,  გეოლოგები ტერიტორიის შესწავლას ხვალ დაიწყებენ. 

ამის  შემდეგაც დადგინდება, ვარგისია თუ არა ტერიტორია საცხოვრებლად. ამ დროისთვის ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ადგილზე ცხოვრება საშიშია და ოჯახს ქირით გაიყვანენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში