''შუქურას“ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

29 სექტემბერი 2019, 18:15 1677 ნახვა

ქობულეთის „შუქურას“  მთავარი  მწვრთნელი  გაათავისუფლეს. თენგიზ კობიაშვილის ინფორმაციით, მას პოსტი საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და იგი კლუბის ხელმძღვანელობამ გადააყენა, მიზეზად კი  შედეგები  დაუსახელეს.

კონკრეტულად კი შუქურა სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე. თენგიზ კობიაშვილი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას  უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ მან კლუბის შესაძლებლობების მაქსიმუმი  გამოიყენა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში