დააკავეს პირი, რომელიც უფასო პარკირებისთვის ყალბ საშვებს ამზადებდა - საგამოძიებო  

01 ოქტომბერი 2019, 09:57 4213 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც უფასო პარკირებისთვის ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა და ასაღებდა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით, ავტომანქანების ყალბ საშვებს ამზადებდა, რომელიც მფლობელს უფასო პარკირების უფლებას აძლევდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში