დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 10 ლარიანები გამოვა 

01 ოქტომბერი 2019, 10:33 1982 ნახვა

10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები, მიმოქცევაში დღეიდან გამოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი მოდიფიკაციის კუპიურა მიმოქცევაში, წინა წლების გამოშვების ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი“ ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში