სასტუმრო ''ნიკალადან'' მოქალაქეების ევაკუაცია ​ განხორციელდა - ხანძარი ლოკალიზებულია

01 ოქტომბერი 2019, 10:52 1609 ნახვა

სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან ნიკალაში ხანძარი იყო. შენობიდან მოქალაქეების ავაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი თავდაპირველად შენობის სახურავზე გაჩნდა. სასტუმროში კი, ძლიერი დაკვამლიანება იყო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში