თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარია

02 ოქტომბერი 2019, 12:02 1912 ნახვა

თბილისში, ე. წ თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. არსებული ინფორმაციით ცეცხლი  სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე შეინიშნება ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მათვე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, დაწყებულია ცეცხლის ქრობა,  ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში