ბოშა გოგონა, რომელიც პროფესიას ეუფლება

02 ოქტომბერი 2019, 14:13 1807 ნახვა

 მარიშკა სტილისტობას ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში სწავლობს. იგი 20 წლის ბოშა გოგონაა და შესაბამისად, სხვა ყოველდღიურ ბარიერებთან ერთად, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემის გავლა-გადალახვაც უხდება.

ამბობს, რომ სურს  მისი მეგობრებიც სწავლობდნენ და იწყებდნენ მუშაობას. 

"ბოშა ვარ, ვსწავლობ და ვმუშაობ, ეს პრობლემა არ არის. გამიხარდებოდა, ჩემი გოგოები, დაქალებიც სწავლობდნენ და მუშაობდნენ"  - ამბობს მარიშკა, რომელიც ქობულეთში, ე.წ. ბოშების დასახლებაში ცხოვრობს.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში