უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

02 ოქტომბერი 2019, 15:11 1878 ნახვა

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ  სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. იგი დღეს, კიევის ოლქში სამართალდამცველებმა მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციელები იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი, მან ცეცხლი გახსნა.

საპასუხო ცეცხლის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია მოახდინეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გამომძიებლები სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენების კანონიერებას შეისწავლიან.

უკრაინული პოლიციის ცნობით, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია და მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში