ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

02 ოქტომბერი 2019, 15:01 1183 ნახვა

ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი იუსტიციის მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება.

სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში თავი მოიკლა პატიმარმა, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული. თეა წულუკიანის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები გუშინვე ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში