თურქეთთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

03 ოქტომბერი 2019, 14:40 2013 ნახვა

თურქეთის  საგანგებო სამსახურის ცნობით, დღეს დილით ხმელთაშუა ზღვაში 5,0  ბალიანი მიწისძვრა მოხდა. 

მიწისძვრის ეპიცენტრი მუღლას პროვინციიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.

თურქული მედიის ცნობით,  მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა სამხრეთ ეგეოსის სანაპირო რაიონებში, ასევე ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე რეგიონებში. მათივე ინფორმაციით მიწისძვრამ რამდენიმე რეგიონში მოსახლეობის პანიკაც გამოიწვია.

ინფორმაცია დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში