5 დღეში, ქალაქის დიდი ნაწილს ღამით წყალი გაეთიშება

03 ოქტომბერი 2019, 15:57 5402 ნახვა

ბათუმის წყლის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს, ღამის 2 საათიდან 9 ოქტომრის დილის  06:00 საათამდე, ქალაქის დიდი ნაწილს წყალი გაეთიშება.

უფრო კონკრეტულად წყლის მიწოდება შეუწყდება: ჟიული შარტავას ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ხახუტაიშვილის ქუჩიდან ნურეთინ ჩარმითლის ქუჩამდე; ტბელ აბუსერისძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; ჯავახიშვილის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე;

გრიბოედოვის ქუჩა, რუსთაველის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე; ფოროსმანის ქუჩა; ზურაბ გორგილაძის ქუჩა, შარტავას ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; ნურეთინ ჩარმითლის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე;

კომპანიის ინფორმაციით წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში