ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

03 ოქტომბერი 2019, 16:41 1821 ნახვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე  დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ,,რუსთავი 2"- ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან.

"რუსთავი 2"- ის ყოფილი თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში დღეს 18:00 და 19:00 საათზე არიან დაბარებული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში