ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხვაზე პროკურატურაში იმყოფებიან  

03 ოქტომბერი 2019, 20:20 1348 ნახვა

მედიის წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარება გრძელდება. „ფორმულას“ გენერალური დირექტორის შემდეგ გამოკითხვაზე ახალი ამბების სამსახურის უფროსი და რუსთავი 2-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლაფერაშვილი დაიბარეს.

ამავე საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა პროკურატურაში ზაალ უდუმაშვილიც. როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, საქმე ეხება „ინტერმედიას,“ რომელთან დაკავშირებითაც ბრალი აქვს წარდგენილი ნიკა გვარამიას. პროკურატურის ვერსიით საუბარია რამდენიმე მილიონ ლარის ზარალზე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში