ამინდი, ბათუმი 5 ოქტომბერი - ხვალ საქართველოში 33 გრადუსამდე დაცხება

04 ოქტომბერი 2019, 10:34 4463 ნახვა

ხვალ, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გაძლიერდება აღმოსავლეთის ცხელი ქარი, რომელიც ტემპერატურის მკვეთრ მომატებას გამოიწვევს.

ტემპერატურა - სანაპირო კურორტებზე +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობზე +31, +33 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში +25, +27 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება კვირას, ღამით გაძლიერდება დასავლეთის ქარი და ტემპერატურა დასტაბილურდება, დღის მეორე ნახევრიდან კი იწვიმებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში