სახლები ისტორიით და მომავლის გარეშე

04 ოქტომბერი 2019, 20:16 1928 ნახვა

ისტორიული სახლების დანგრევა, ძეგლის დაცვის ზონაში და მის ნაცვლად მაღლივი სასტუმროს აშენება ბათუმის მერიის და ზონალური საბჭოს ნებართვის საფუძველზე ხდება. ამას კი წინ სასამართლო პროცესი უძღოდა. კომპანიამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა რაც თავდაპირველად მერიამ მას უარი უთხრა, მიზეზი სიმაღლეზე დაწესებული შეზღუდვა იყო.

დღეს მთავარი კითხვა შემდეგია - გააკეთა თუ არა მერიამ ყველაფერი იმისთვის რომ წაგებული საქმე გამოესწორებინა და ისტორიული სახლები დაეცვა? ამას ქალაქის მთავრობაში არ პასუხობენ - ზოგადად ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბოლო პერიოდია ბევრ სხვა კითხვასაც არ პასუხობს. სწორედ მას აქვს პირობა გაცემული ისტორიული ზონის საზღვრების დამტკიცებაზე - ამ საზღვრების დამტკიცება გაურკვეველი დროითაა გადადებული, ქალაქის ისტორიის ნგრევა კი გრძელდება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში