ვინ და როგორ შეარჩევს მრჩევლებს?

05 ოქტომბერი 2019, 20:20 2116 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების დოკუმენტაციაზე მუშაობას საკონკურსო კომისია ხვალ დაიწყებს. 23 კონკურსანტიდან სულ მცირე-12 კომისიის წევრებმა უმაღლეს საბჭოს 17 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულების შესაბამისად, კომისია სამოქალაქო საზოგადოების 5 წევრისგან კომპლექტდება. საზოგადოების ნაწილი კომისიაში სამოქალაქო სექტორის უფრო მეტად ჩართულობას ითხოვს, ასევე ითხოვენ, რომ პროცესების დემოკრატიულად განვითარებისთვის აუცილებელია პროცესებში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩართვა.

კვლავ სადავოა კვოტირების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად 3 კანდიდატი ფრაქციებმა უნდა წარადგინონ და ამ შესაძლებლობით ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე ისარგებლა გიგა ჩხარტიშვილის არჩევისას, დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ ფრაქციებს ამ ეტაპზე კვლავ 3 კვოტა ეკუთვნის და მხოლოდ ერთი რჩება დამოუკიდებელ დეპუტატებს. ამაში კი ხელისუფლების მხრიდან მაუწყებელზე  გავლენების მოპოვების მცდელობის საფრთხეს ხედავენ გამჭვირვალობა საქართველოში.

ირინა ყურუა
წამყვანი და რედაქტორი

ამავე კატეგორიაში