პოლიციაში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის გამოკითხვა დასრულდა

06 ოქტომბერი 2019, 15:40 1978 ნახვა

,,ქართული ოცნების“  დეპუტატის თანაშემწის , თამთა თოდაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მან   30 სექტემბერს მომხდარ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავების შეკითხვებს მეორედ უპასუხა.

გამოკითხვის პროცესს  ესწრებოდა  მისი უფლება დამცველიც. პოლიციის განყოფილებაში იგი ორგანიზაცია ,,საფარის“ ადვოკატთან და დედასთან ერთად მივიდა.  თამთა თოდაძე  თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.  

არსებული ინფორმაციით, გამოიკითხა  ილია ჯიშკარიანიც. თოდაძე ჰყვება, რომ დეპუტატს ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა, რასაც სავარაუდო მსხვერპლის თქმით,  თავი იძულებით დააღწია. ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული. თამთა თოდაძეს ამ დრომდე   დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში