საზოგადოება "ბათომის" მიმართვა თანამდებობის პირებს

07 ოქტომბერი 2019, 18:03 1195 ნახვა

იცის თუ არა მყიდველმა, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონის ქვეშ მყოფ მიწის ნაკვეთს ფლობს? - „პეტრას“ ციხისა და საპატრიარქოს ტერიტორიის  მიმდებარედ გაყიდულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საზოგადოება „ბათომი“ მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის პრემიერს, რამდენიმე კითხვით მიმართავს. როგორც განცხადებაში წერია, გაყიდული ტერიტორია მოიცავს არქეოლოგიური დაცვის ზონას, რომელსაც ძალიან მაღალი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს – ამ ადგილებში ხშირია მონეტების აღმოჩენის ფაქტები, ასევე არ არის გამორიცხული პეტრას დროინდელი ნაგებობების აღმოჩენაც. გარდა ამისა, არქეოლოგიურ დაცვის ზონაზე მოქმედებს კანონი რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ზონის ფარგლებში დაშვებულ აქტივობებს – იქნება ეს მშენებლობა თუ ტერიტორიის ათვისების სხვა ფორმები.

ორგანიზაციის წევრებს ასევე აინტერესებთ,  როგორ გეგმავს ტერიტორიის მეპატრონე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენებას? არის თუ არა ინფორმირებული მიწის მეპატრონე, რომ ნებისმიერი ტიპის მშენებლობის დაწყებამდე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება აქვს, რათა სრულად დააფინანსოს მოცემული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა?არის თუ არა ინფორმირებული ტერიტორიის მეპატრონე, რომ ნაგებობების ან მაღალი სამეცნიერო და კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მათი შენარჩუნება და კონსერვაცია? ასევე ორგანიზაციას, სურს მოეწყოს საჯარო შეხვედრა ახალ მეპატრონესთან, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში