ბათუმის საკალათბურთო კლუბი ნახევარფინალისტია

07 ოქტომბერი 2019, 21:20 2401 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურნირის  პირველი ნახევარფინალისტია.

 გია კაზანჯიანისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა ,,ბათუმმა’’,  “გ” ჯგუფის ბოლო მატჩში ტიტები 92:79 დაამარცხა. 

ბათუმელებმა ორიდან 2 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილზე ტიტები ერთი მოგებთ და წაგებით გავიდა, ხოლო  ბოლო ადგილი, 2 წაგებით ვერამ დაიკავა.

პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა 12 ქულით მოიგეს.

დასკვით წუთებში შესანიშნავად ითამაშეს ბათუმელეთა ლეგიონერებმა, ამერიკელმა კოლინ მალკოლმმა და სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა.

საბოლოოდ ,,ბათუმმა’’ 92:79 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე წაუგებლად გავიდა.

ბათუმელთა მხრიდან გამორჩეული მოთამაშე ნიკოლა ვუიოვიჩი  იყო, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

ტიტების რიგებში  20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო ნიკა მეტრეველი იყო. ნახევარფინალში ბათუმის საკალათბურთო გუნდი  “დინამოს” დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში