UNESCO-ში მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირდა - მტირალა, კინტრიში, კოლხეთისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები

08 ოქტომბერი 2019, 10:42 5052 ნახვა

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, პირველად საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე 2019 წლის თებერვალში წარადგინეს. 

ერთი კვირის მანძილზე, დაცულ ტერიტორიებს Unesco-ს და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის( IUCN) ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც ნაკრძალების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს ადგილზე სწავლობდნენ.

გაიმართა კონფერენციაც, სადაც კოლხური ტყეებისა და წყალჭარბი ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ტერიტორიების მართვის მენეჯმენტის გეგმები.

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.

თუ ნაკრძალებს სტატუსი მიენიჭება, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

ბათუმში კონფერენციაზე ასევე წარადგინეს მოხსენება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებზე. 

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში