ამინდი, ბათუმი - დღეს და ხვალ ბათუმში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

08 ოქტომბერი 2019, 11:50 2833 ნახვა

დღეს შუადღის საათებში სანაპირო ზოლში წვიმა შეწყდება და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს და დათბება.

9 ოქტობერს- გვიან ღამით კი, საქართველოში, ხანმოკლე პერიოდით გადმონაცვლებას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც გამთენიოს სანაპირო კურორტებზე, ხოლო შუადღის საათებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი ნალექი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ამინდი ხვალვე გაუმჯობესდება და დღის ბოლოს წვიმა შეწყდება, ზეგ კი საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში