თამარ ზამბახიძემ ოპოზიციის დეპუტატების შეკითხვებს კონკრეტულ საქმეებზე თავი აარიდა - მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

08 ოქტომბერი 2019, 15:40 1080 ნახვა

სამ საათზე მეტია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ზამბახიძეს უსმენენ. დეპუტატების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პასუხობს.

მისი განცხადებით  სასამართლოსთვის ყველაზე მთავარია საზოგადოების ნდობა და კანდიდატებთან გასაუბრების ფორმატი საზოგადოების მხრიდან ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა. როგორც დღეს თამარ ზამბახიძემ  განაცხადა მასზე ზეწოლა არასდროს ყოფილა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში