ხარვეზები მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში-სახალხო დამცველის ანგარიში

08 ოქტომბერი 2019, 16:03 1206 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აკრიტიკებს  სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

ომბუდსმენის აპარატმა მიიჩნია, რომ მოსამართლეთა 50-კაციანი სიიდან 5 კანდიდატს უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან კითხვებს აჩენს. მათგან სამი კანდიდატი ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე პარლამენტისთვის გაგზავნილ 20-კაციან სიაში მოხვდა.  სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში