ისტორიულ სახლს ნებართვის გარეშე ანგრევენ

08 ოქტომბერი 2019, 20:35 1411 ნახვა

ბათუმში კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ანგრევენ. საუბარია სახლზე, რომელშიც წლების წინ ბრიტანელი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ. გორგილაძის ქუჩის ბოლოში მაღლივი კორპუსის აშენებას კერძო კომპანია აპირებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია 2018 წელს უნებართვოდ შემოღობეს, ასევე მშენებლობის ნებართვის გარეშე დაიწყეს სახლის დაცლა და ოჯახების ქირით გაყვანა. ამის შემდეგ MJM Group​-ის წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ არ იყო გამორიცხული გაფუჭებული გამოესწორებინათ და სახლს რესტავრაციაც ჩატარებოდა, მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ?

მოხდა ის რაც სახეზე გვაქვს - დემონტაჟის ნებართვის გარეშე შენობა დაანგრიეს, ამის გამო კი კომპანია 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. უნებართვოდ დანგრეული ისტორიული შენობა, ქალაქში უნებართვოდ აშენებული 8 სართულის შემდეგ - ბათუმი და ბათუმის მერიის პოლიტიკა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში