ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკები PM10 და აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია

09 ოქტომბერი 2019, 11:39 1998 ნახვა

ბათუმში, მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბების ფაქტები დაფიქსირდა. ჰაერის დაბიძნურების ფაქტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM 10-ის კონცენტრირების მაჩვენებელი ნორმას 1, 2-ჯერ, 5 და 6 ოქტომბერსაც ამდენჯერვე აღემატებოდა. 

ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებისა და ნორმირებისათვის მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ფრაქციებად ხდება, მათი აეროდინამიკური დიამეტრის ზომის შესაბამისად. ყველაზე საშიშად PM10 და PM2.5 ნაწილაკები მიიჩნევა, რადგან მათ შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ფილტვებს შიგნით ჰაერის მიმოცვლას.

ჰაერის მყარი ნაწილაკებისაგან დაბინძურების ფაქტები დაფიქსირდა რუსთავსა და თბილისშიც.

ამ დღეების განმავლობაში , ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ.

გარემოს ეროვნული სააგენტო  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ახორციელებს. უწყება  აგრძელებს  ატმოსფერული ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში