"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

09 ოქტომბერი 2019, 16:34 1933 ნახვა

"კლუბში და საწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს"- აღნიშნული ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რამოდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილ მძიმე სიტუაციაზე კლუბის წევრები ერთი თვის წინაც საუბრობდნენ. მაშინ ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ 7 თვის ხელფასები ჰქონდათ აუღებელი.

კლუბი ბიზნესმენის, ზაზა ჩაჩავას საკუთრებაში იყო, მაგრამ გუნდის წინაშე არსებული დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა და „ტორპედოს“ ჩამორთმევა გადაწყვიტა. ჩაჩავამ სასამართლო დავა წამოიწყო.

ვის დარჩება ქუთაისის "ტორპედო" სასამართლოს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, შესაბამისად კლუბის პრობლემებიც გადაუჭრელი რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში