კვარიათში ზღვის სანაპიროსთან ახლოს მაღალსართულიანი სასტუმრო - კომპლექსი შენდება

09 ოქტომბერი 2019, 20:12 2427 ნახვა

მაღლივი შენობების ხედებით ზღვის ხედი ბათუმის შემდეგ კვარიათშიც იფარება - კვარიათში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა პირდაპირ სანაპიროზე იწყება. ჯერ კიდევ გასულ წელს იქ მოსახლეობა პირველ მაღლივ სასტუმროს აპროტესტებდა, ახლა ეს ერთი შენობა უკვე დასრულებულია, მის გვერდით კი მეორე იწყება.

საუბარია დასასვენებელ ადგილზე, რომელიც სწორედ მისი ადგილმდებარეობიდან, ზღვისა და მთის ერთობლიობიდან გამომდინარეა რეგიონში ყველაზე პოპულარული.

ახლა კი ადგილობრივების თქმით იერსახე პირდაპირი მნიშვნელობით იცვლება. მშენებლობისთვის საძირკვლის მომზადება კომპანია „კვარიათი რეზიდენსმა“ დაიწყო. როგორც გაირკვა მან 2013 წელს გაცემული ნებართვა იყიდა, თანხმობა კი მშენებლობაზე 2019 წლის დასაწყისში მიიღო. ნებადართული ტენდენცია ბათუმის შემდეგ კვარიათში - ნონა დიასამიძე მოგვიყვება უფრო მეტს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში