თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

09 ოქტომბერი 2019, 20:06 2601 ნახვა

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „Twitter“-ში წერს. “ჩვენი მიზანია ჩვენს სამხრეთ საზღვართან ტერორისტული კორიდორის წარმოქმნის პრევენცია და რეგიონში მშვიდობის დამკვიდრება“ – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილების ხელმოწერამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონიდან ამერიკული ჯარი გაიყვანა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთის სამხედრო ოპერაციას ხელს არ შეუშლის, მაგრამ არც მასში მონაწილეობას მიიღებს.
 

ამის პარალელურად კი ტრამპი ამბობს, რომ თუ ერდოღანი რაიმე ისეთს გააკეთებს, რასაც თავად ზედმეტად მიიჩნევს იგი თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში