იცის თუ არა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქართული ენა?

05 სექტემბერი 2016, 00:00 4867 ნახვა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რომელიც უკვე რეგისტრირებულია და საარჩევნო ნომერიც აქვს მინიჭებული  -    შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ეს შემთხვევა ლეონიდ ჩერნოვეცკის ეხება. “ახალგაზრდა იურისტების”  ვარაუდით, ის არ ფლობს ქართულ ენას, რაც კანდიდატს საარჩევნო კოდექსით მოეთხოვება. საიამ უკვე მიმართა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, მოიკვლიოს ჩერნოვეცკის რეგისტრაციის კანონიერება. არასამთავრობო ორგანიზაციას ცესკოში პასუხობენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში