თურქეთის სამხედრო ავიაციამ 181 ობიექტი დაბომბა

10 ოქტომბერი 2019, 14:12 4289 ნახვა

თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქე და 16 სირიელი მებრძოლი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით თურქული სამხედროების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებიც გახდა. 

თურქულმა მხარემ სამხედრო შეტევა, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, დღეს დილით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან სირიის მიმართულებით, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა დაიძრა.

 

ფოტო: როიტერი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში