ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტი გაიხსნა

10 ოქტომბერი 2019, 17:43 1796 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტერენტი გრანელის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის ავტორი ნოდარ კვირკველიაა.  მონუმენტისთვის საჭირო თანხაც საგვარეულომ შეაგროვა.  გახნის ცერემონიაში მონაწილეობდა ბათუმის საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი პატარიძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ  საკრებულოს სხდომაზე ტერენტი გრანელი ბიუსტისთვის ადგილის გამოყოფის საკითხის განხილვისას, პოეტი პროზაიკოსად მოიხსენია. რის შემდეგაც საკრებულოში ოპონენტებს შორის  ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში