იდეალური დროა გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოთ

09 ნოემბერი 2019, 13:44 4840 ნახვა

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთების სეზონი დაიწყო. გრიპის ვირუსის პიკი კი, ზოგადად უფრო დეკემბერსა და იანვარში ფიქსირდება. აცრების შემდეგ იმუნიტეტის გასაძლიერებლად ორგანიზმს დრო სჭირდება. ამიტომ მედიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისია. 

მოქალაქეებს აინტერესებთ როდის არის რეკომენდებული აცრის გაკეთება და როდის არის უკუნაჩვენები. ინფექციონისტი ფატი გაბუნია ამბობს, რომ გაციების დროს აცრის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.  პაციენტმა ვაქცინაცია უნდა გადადოს თუ ყელი ტკივა, მაღალი ტემპერატურა აქვს, აღენიშნება თავის ტკივილი და სურდო. გამოჯანმრთელებიდან 24 საათის შემდეგ აცრის გაკეთება შეიძლება.

გრიპის საწინააღმდეგო აცრა უკუნაჩვენებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს კვერცხის ცილაზე ალერგია აქვს.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ - დილემა ფასიანი და უფასო აცრები? მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ფასიანი აცრის გაკეთება უკეთესი, რადგან ის უფრო  ხარისხიანია. 

ექიმები ამბობენ, რომ ამ საკითხში პაციენტები სახელმწიფოს უნდა ენდონ. ''ვენდოთ სახელმწიფოს... ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტი ყიდულობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. ამიტომ ვენდოთ'' - ამბობს ინფექციონისტი ფატი გაბუნია. 

არიან მოქალაქეები, რომლებიც აცრების საკითხს ნეგატიურად უყურებენ. უარს ამბობენ, როგორც გეგმიურ ვაქცინაციაზე ასევე გრიპის საწინააღმდეგო აცრებზეც. 

ე.წ. ფასიანი აცრის ღირებულება 30 ლარიდან 50 ლარამდეა. ვაქცინაცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კლინიკაშია შესაძლებელი. 

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინაციას, ის განკუთვნილია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. უფასოდ აცრები ჩაუტარდებათ დიალიზზე მყოფ პაციენტებსა და მათ მომვლელ პერსონალს, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულებს, c ჰეპატიტით დაავადებულებს, აივ-ინფიცირებულებს, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირებსა და პერსონალს, ასევე ორსულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში