277 ქურთი ტერორისტი ლიკვიდირებულია - თურქეთის თავდაცვის უწყება

11 ოქტომბერი 2019, 12:28 1365 ნახვა

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის დროს 277  ქურთი ტერორისტი გაანეიტრალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღამით შეტაკებების დროს თურქეთის არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მთავარი სამიზნე არა ქურთი მოსახლეობა, არამედ ქურთი სამხედრო ჯგუფებია. მათივე განმარტებით, თურქეთს სირიის ჩრდილოეთში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა სურს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში