მოსამართლემ ილია ჯიშკარიანს 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და სხვა აკრძალვები დაუწესა

11 ოქტომბერი 2019, 14:09 1394 ნახვა

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მასვე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა - ინოფმრაციას on.ge ავრცელებს. 

"იმის მიუხედავად, რომ პროკურორმა აღნიშნა, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გირაო მოითხოვა... ამის შესახებ მე პასუხი ვერ მივიღე", — განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის კონტროლი ექნება თუ არა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანს მოწმეებთან და ექნებათ თუა არა ზეწოლა მათზე.

საქმის განხილვა სასამართლოში 18 ნოემბერს გაგრძელდება.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში, ცემასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.   თოდაძის მტკიცებით, სექსუალური ძალადობის ფაქტი,   ისანში  „ქართული ოცნების“ ოფისში მოხდა. ჰყვება, რომ   ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დეპუტატმა, ჯერ სექსუალური ძალადობა სცადა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

თოდაძე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საგამოძიებო უწყებას იმ დღესვე მიმართა.  გამოძიება სამი მუხლით, მათ შორის სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ნაწილით მიმდინარეობს. სამხარაულის ექსპერტიზამ თოდაძის სხეულზე დაზიანებები დაადასტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში