ბათუმის ცენტრში წყალი კიდევ ორი საათი არ იქნება 

11 ოქტომბერი 2019, 17:38 1555 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს წყალი კიდევ 2 საათის განმავლობაში არ ექნებათ. ''ბათუმის წყლის'' ბრიგადებს სამუშაოები 18:00 საათზე უნდა დაესრულებინათ, თუმცა მძიმე დაზიანების გამო, პროცესი გაჭიანურდა. კომპანიაში ამბობენ, რომ წყალმომარაგება 20:00 საათზე აღდგება. 

წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება შემდეგ ქუჩებს: 

26 მაისის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;

რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;

კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;

მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;

ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში