ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

11 ოქტომბერი 2019, 20:12 2314 ნახვა

გია ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და გოგა ლომაძე შესაძლოა გაათავისუფლონ - სასამართლოს დღეს ადვოკატმა მერიასთან შეთახნამება წარუდგინა, რომლის  თანახმადაც, თუ მათი ბრალეულობა დამტკიცდება, ისინი ზარალს აანაზღაურებენ.

საუბარია 400 ათასი ლარის ქონებაზე, რომელსაც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში ყადაღა დაედება, ასევე დაკავებულები გათავისუფლების შემთხვევაში დავით მამისეიშვილს 100-100 ათასი ლარით გირაოს უზრუნველყოფასაც სთავაზობენ.

გირაოს სანაცვლოდ ამ საქმის 4 ფიგურანტი უკვე გათავისუფლებულია, ახლა კი მოსამართლემ უნდა იმსჯელოს და სამშაბათს გამოაცხადოს, დათანხმდება თუ არა მერიასა და დაცვის მხარეს შორის შემდგარ მოლაპარაკებას.

ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს პროკურატურა, აუდიტის დასკვნის საფუძველზე „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება.

რა ხდებოდა სხდომაზე, რომელსაც დაკავებულებთან ერთად, გათავისუფლებული ბრალდებულებიც ესწრებოდნენ

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში