სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია გრძელდება

11 ოქტომბერი 2019, 20:00 2178 ნახვა

საერთაშორისო მოთხოვნის მიუხედავად, თურქეთი ჩრდილოეთ სირიაზე იერიშის მიტანას აგრძელებს. მსხვერპლის რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სირიელი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ დაწყებული შეტევის მესამე დღეს, ოფიციალური ცნობებით, თურქეთის არმიამ სირიის სიღრმეში  შეძლო შეღწევა, რასაც ათიათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება მოჰყვა. დაღუპული და დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს  ცნობით,  ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 300-ზე მეტი ბოევიკი. სამხედრო ოპერაციით შეშფოთებულია დასავლეთი. ევროკავშირი სანქციებზე მსჯელობას იწყებს. სანქციებს ახსენებს ტრამპიც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში