გაემგზავრებიან თუ არა როი აბუსელიძე და გენრი დოლიძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე?

11 ოქტომბერი 2019, 20:01 1538 ნახვა

როი აბუსელიძე და გენრი დოლიძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არიან მიწვეულები, თუმცა შესაძლოა ვერ წავიდნენ. როგორც პოეტები ამბობენ ქალაქის მერია და აჭარის განათლების სამინისტრო მათ ვერ აფინანსებს.

სამინისტროში გვითხრეს, რომ ოფიციალური მიმართვა უწყებაში არ შესულა. ახალი მოადგილის აკაკი ძნელაძის განცხადებით მოწვევის შესახებ პოეტებმა მას პირადად გუშინ უთხრეს, შესაბამისად ბიუროკრატიული პროცედურების გამო შესაძლოა მგზავრობის დაფინანსება ვერ მოესწროს, მაგრამ გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 16 ოქტომბერს იწყება.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში