სირიის ჩრდილოეთში 342 ქურთი მებრძოლი გაანეიტრალეს

12 ოქტომბერი 2019, 12:30 1484 ნახვა

თურქეთის არმიამ, სირიის ჩრდილოეთში 342 ქურთი მებრძოლი გაანეიტრალა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, არაერთი ქვეყნის მუქარის მიუხედავად, ანკარა სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს, ვიდრე ტერორისტები თურქეთის საზღვრიდან 32 კილომეტრით არ დაიხევენ უკან.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მაღალჩინოსნებს თურქეთის საწინააღმდეგო სანქციების შემუშავება დაავალა, თუმცა მისი ამოქმედება ჯერჯერობით არ იგეგმება. მნუჩინის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს თურქეთის ეკონომიკის დახურვა შეუძლია, მაგრამ მნუჩინიმ იმედი გამოთქვა, რომ სანქციების ამოქმედება ვაშინგტონს არ დასჭირდება. პარალელურად, სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ-ის და თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს შორის.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა თურქ კოლეგას, ჰულუსი აქარს სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში პროგრესის რისკებს აჩენს.პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ნიდერლანდებმა თურქეთთან შეიარაღების ექსპორტი გაყინა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც თავშეკავებისკენ მოუწოდა. გაერო-ს მონაცემებით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სირიის ჩრდილოეთში საცხოვრებელი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სასაზღვრო ქალაქი თელ აბიადი მოსახლეობისგან დაცლილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში