ბათუმს ახალი სტრიტ არტ ნამუშევრები შეემატება

12 ოქტომბერი 2019, 17:50 2832 ნახვა

ბათუმში ქუჩის ხელოვნების პროექტი მიმდინარეობს. პროექტი პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება და მასში მონაწილეობას პოლონელი და ქართველი მხატვრები იღებენ.

პროექტის ფარგლებში, თევზის ბაზრის მოპირდპირედ მდებარე კედელი მოიხატება

ორი ქართველი და ორი პოლონელი მხატვარი ათამდე ნამუშევარს შეასრულებს. უკვე დაიხატა ორი დელფინი, დახაიტება თუთიყუში, ცხენთევზას ფიგურა, ამავე კედელზე, ორი ფლორისტული ნამუშევარი შესრულდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ ლოკაციების შერჩევისას ისინი  ცდილობენ ხალხმრავალი და საზოგადოებისთვის საყვარელი ადგილები შეარჩიონ.

"აღნიშნული ლოკაციაც ამიტომ შეირჩა. თევზის ბაზარი-როგორც, ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის თანაბრად საყვარელი ადგილი, სადაც მუდამ ხალხი ტრიალებს და მეორეს მხრივ კედელთან ავტობუსის გაჩერებაა. ანუ შეიქმნება მუდმივი ექსპოზიცია"-ამბობენ სამინისტროში.

პოლონელი მხატვრები ფესტივალის ფარგლებში ქალაქს უკვე მეორე წელია სტუმრობენ. 

სტრიტ არტ ფესტივალი წელს 10 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება. წელს პროექტის ბიუჯეტი 7000 ლარია და ჯამში 100 კვადრატი კედელი მოიხატება.

სტრიტ არტ ფესტივალს სამინისტრო 2013 წლიდან აფინანსებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში