„როიტერის“ ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

12 ოქტომბერი 2019, 18:12 2383 ნახვა

სირიაში სამხედრო ოპერაციისას, 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაღუპულების დიდი ნაწილი თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ თელ-აბიადში ცხოვრობდა.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მხარდაჭერის მქონე სირიელმა ამბოხებულებმა საზღვართან არსებულ ქალაქ რას-ელ-აინიზე კონტროლი დაამყარეს. თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად ქალაქში ინსპექცია მიმდინარეობს. სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, სამხედრო ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში