სირიის კრიზისის გავლენა საქართველოზე 

12 ოქტომბერი 2019, 20:15 1515 ნახვა

უსაფრთხოების დაცვის სახელით დაწყებული სამხედრო ოპერაცია და ერთმანეთთან დაპირისპირებული სტრატეგიული მოკავშირეები. ნატოსა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები თურქეთს სირიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებენ. იგივე პოზიცია უჭირავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასაც.

ისმის თურქეთისთვის სანქციების დაწესების მუქარაც, თუმცა, ეს პრეზიდენტ ერდოღანზე გავლენას ჯერჯერობით ვერ ახდენს. სამხედრო ოპერაციის დაწყებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა არაბულ ქვეყნებშიც. კერძოდ, სირიიდან ჯარების გაყვანისკენ თურქეთს ირანმაც მოუწოდა. პარალელურად კი ანალიტიკოსები ქურთთა ეთნიკური წმენდის საფრთხეებსაც ხედავენ.

ისინი ეჭვობენ, რომ თურქეთს არა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ სეპარატისტულად განწყობილ ქურთებზე შეტევა და მათი თურქეთის საზღვრებიდან ქვეყნის სიღრმეში გადასვლის იძულება,  გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი სირიელი დევნილების ჩასახლება სურს. კონფლიქტის ზონაში უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან. ჩვენ კი ის გვაინტერესებს რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.      

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში